საკუთარი
ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული
გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა
სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის
მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით
დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე
ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან
ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს
ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას
მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
დანარჩენი იხილეთ მეტის წაკითხვაში.
ასევე სრულიადშივე გადაწერეთ გალობა რომელი ქერუბიმთანა ...